მთავარი მსოფლიოიტალია მარკო მატერაციის ისტორიული მაისური აუქციონზე გაიყიდება

მარკო მატერაციის ისტორიული მაისური აუქციონზე გაიყიდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ აუქციონზე გასაყიდად ის მაისური გაიტანა, რომელიც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დროს ემოსა.

მაისურის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება.

2006 წლის ფინალის დამატებით დროში მარკო მატერაციმ მდგომარეობიდან საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ზინედინ ზიდანი გამოიყვანა.
მან ზიდანის გასაგონად, მის ოჯახს შეურაცყოფა მიაყენა.
ლეგენდარულმა ზიდანმა კი მატერაციის თავი მკერდში ჩაარტყა.
კონფლიქტი ზინედინ ზიდანის გაძევებით დასრულდა.

ფინალში გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა.
პენალტების სერია იტალიის ნაკრებმა მოიგო და მატერაციმ მსოფლიოს თასი აღმართა.

ესეც ინციდენტის ამსახველი ვიდეო:
https://youtu.be/zAjWi663kXc

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი