მთავარი მთავარი კორონავირუსისგან დაინფიცირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინეს

კორონავირუსისგან დაინფიცირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
48 ნახვა

უსპორტობის და უფეხბურთობის პერიოდში მსოფლიოს ყველა ადამიანის სალაპარაკო და საფიქრალი თემა კორონავირუსის პანდემია გახლავთ, რომელმაც ჩვენი პლანეტა შეაჩერა.

ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტ გამოცემა ,,Inside Global”-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც კორონავირუსით დაავადნენ.

ამ ერთობ უცნაურ სიმბოლურ გუნდში იტალიის სერია ა-ს 6 ფეხბურთელი მოხვდა.
3 მოთამაშე ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან არის წარმოდგენილი.
თითო-თითო ფეხბურთელით სიმბოლური ნაკრები ინგლისის პრემიერლიგამ და ჩინეთის საფეხბურთო ტურნირმა შეავსეს.

ესეც კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა  სიმბოლური ნაკრები (ფრჩხილებში ფეხბურთელის ეროვნება და გუნდი წერია):

მეკარე: მარკო სპორტიელი (იტალია, ,,ატალანტა”);

მცველები:  დანიელე რუგანი (იტალია, ,,იუვენტუსი”), ელიაკომ მანგალა (საფრანგეთი, ,,ვალენსია”), ესეკილ გარაი (არგენტინა, ,,ვალენსია”), ხოსე გაია (ესპანეთი, ,,ვალენსია”);

ნახევარმცველები:  ბლეზ მატუიდი (საფრანგეთი, ,,იუვენტუსი”), მარუან ფელაინი (ბელგია,,,შანდონ ლუნენი”), პატრიკ კუტრონე (იტალია, ,,ფიორენტინა”);

ფორვარდები: პაულო დიბალა (არგენტინა, ,,იუვენტუსი”), მანოლო გაბიადინი (იტალია ,,სამპდორია”), კალუმ ჰადსონ-ოდოი (ინგლისი, ,,ჩელსი”)

ეს ნაკრები მოქმედი ფეხბურთელისგან არის შედგენილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი