მთავარი მსოფლიოგერმანია მარკო როისმა კორონავირუსისგან დაზარალებულ კომპანიებს 500 ათასი ევრო გადაურიცხა

მარკო როისმა კორონავირუსისგან დაზარალებულ კომპანიებს 500 ათასი ევრო გადაურიცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

დორტმუნდის ,,ბორუსიას” საფეხბურთო გუნდის კაპიტანმა მარკო როისმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 500 ათასი ევრო გადაურიცხა.

30 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ პატარა მაღაზიები, საპარიკმახეროები, რესტორნები თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის და მისი მიზანია ასეთ კომპანიებს ფინანსურად გვერდში დაუდგეს.

აი რას წერს მარკო როისი ,,ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე:
,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს დავრჩეთ სახლში, რათა ხელი შევუშალოთ კორონავირუსის გავრცელებას. ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ პირადი კონტაქტები. ასეთი სიტუაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
დიდ პრობლემებს ქმნის.
პატარა მაღაზიები, საპარიკმახეროები, რესტორნები თითოეულ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ გვინდა მათ მხარში ამოვუდგეთ.
ეს კომპანიები მუშაობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ, იმის ეკონომიური შესაძლებლობა, რათა რამდენიმე კვირა შეეჩერებინათ მუშაობა. მე ასეთ კომპანიებს ფინანსურად დავეხმარები. ამ საქმისთვის მათ ნახევარი მილიონი ევრო უკვე გადავურიცხე.
ყველას მოგიწოდებთ ასევე მოიქცეთ თქვენს ქალაქებში. ერთად ყოფნით კორონავირუსს დავამარცებთ.” – აცხადებს ,,დორტმუნდის” კაპიტანი მარკო როისი.

გერმანიაში კორონავირუსის 53,340 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაღუპულია 399 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 6,658 პიროვნებამ მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი