მთავარი მთავარი ანდრეი შევჩენკო: ,,ჩემმა ქვეყანამ გადაიტანა მსგავსი ტრაგედია, მხედველობაში მაქვს ჩერნობილი”

ანდრეი შევჩენკო: ,,ჩემმა ქვეყანამ გადაიტანა მსგავსი ტრაგედია, მხედველობაში მაქვს ჩერნობილი”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის პანდემიის შესახებ ,,Sky Sport Italia”-სთან კომენტარი გააკეთა.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ მსგავსი ტრაგედია უკვე გადაიტანა. შევჩენკოს მხედველობაში ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქება აქვს.

ანდრეი შევჩენკო: ,,მე ლონდონში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ჩვენ 10 დღეა, სახლიდან არ გავდივართ. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ ყველანი ძალიან კარგად ვართ.
მსოფლიო ტრაგედიის წინაშე დგას. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან.
ჩემმა ქვეყანამ გადაიტანა მსგავსი ტრაგედია მხედველობაში მაქვს ჩერნობილი.
9 წლის ვიყავი, როდესაც უკრაინაში ჩერნობილის კატასტროფა მოხდა.
ასეთ სიტუაციაში საჭიროა, არ გაურთულო საქმე ნამდვილ გმირებს, მედიცინის წარმომადგენლებს.
ძალიან ვწუხვარ, იტალიის გამო. ეს ჩემთვის საყვარელი ქვეყანაა, სადაც დაუვიწყარი წლები გავატარე.
ვცხოვრობ იმედით, რომ სიტუაცია, ბოლოსდაბოლოს დალაგდება. ჩვენ ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას.” – აცხადებს ანდრეი შევჩენკო.

მსოფლიოში კორონავირუსის 664,672 შემთხვევაა გამოვლენილი.
ამ დროისთვის გარდაცვლილია
30,892 ადამიანი, ხოლო 142,368 პიროვნებამ გამოჯანმრთელება მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი