მთავარი მთავარი კრისტიანუ რონალდუ პორტუგალიას კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

კრისტიანუ რონალდუ პორტუგალიას კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ტურინის ,,იუვენტუსის” .პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ სამშობლოში ფილტვების სავენტილაციო აპარატებს შეიძენს.

სავენტილაციო აპარატები კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს, გამოჯანმრთელებაში ეხმარება და ამიტომ მსოფლიოს ნებისმიერ ჰოსპიტალში სწორედ ამ აპარატების ნაკლებობა გახლავთ.
კრისტიანუ რონალდუს გადაწყვეტილების შესახებ მადეირას რეგიონალური ჯანდაცვის მდივანმა პედრო რამოსმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რონალდუსა და აპარატების მწარმოებელ კომპანიას შორის შეთანხმება უკვე მოხდა. რამდენიმე დღეში აპარატები უკვე მადეირას ჰოსპიტალებში იქნება.

დღესვე კრისტიანუ რონალდუს ცხოვრებაში სასიამოვნო ამბავი მოხდა.
საავადმყოფოდან სახლში გაწერეს ფეხბურთელის დედა მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირო, რომელმაც ინსულტი ჰქონდა.
რონალდუმ ოჯახური ფოტო საკუთარ ,,ინსტაგრამის” გვერდზე დადო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი