მთავარი მთავარი დარია ბილოდიდი: ,,როდესაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, ახლა ვხდებით რა კარგი იყო ჩვენი ცხოვრება”

დარია ბილოდიდი: ,,როდესაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, ახლა ვხდებით რა კარგი იყო ჩვენი ცხოვრება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
53 ნახვა

უკრაინელმა ძიუდოისტმა მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა დარია ბილოდიდმა საკუთარ ოფიციალური ,,ფეისბუქის” გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.

ბილოდიდი აცხადებს, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში ხვდება როგორ უნდა დააფასოს ადამიანმა თავისი ცხოვრების ყოველი მომენტი.

უმშვენიერეს ასულს იმედი აქვს, რომ რთული პერიოდი დასრულდება და ცხოვრებისგან სიამოვნებას ისევ მიიღებს.

დარია ბილოდიდი: ,,მოგესალმები სამყარო, მინდა რამე ნათელი დავწერო, რათა მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო თქვენი განწყობა გავაუმჯობესო.
მხოლოდ ასეთ რთულ სიტუაციაში ვხდებით, რომ ადამიანებმა უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი ცხოვრების ყოველი მომენტი. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ჩვენს ცხოვრებაზე. ვფიქრობთ, რომ ცუდად ვცხოვრობთ და არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ მას შემდეგ რაც მსოფლიოში ისეთი რამ მოხდა, რასაც ვერადროს წარმოვიდგენდით ყველაფერს სხვანაირად შევხედეთ.
ჩვენ არასდროს ვაფასებდით იმ ფაქტს, რომ შეგვეძლო ერთმანეთთან ურთიერთობა, არ გვეკეთა ხელთათმანები და ნიღაბი, დავდიოდით კინოთეტრებში, ვსადილობდით რესტორნებში და ვმოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო.
როდესაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, ახლა ვხდებით რა კარგი იყო ჩვენი ცხოვრება.
ჩვენ ყველას გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე ყველაფერი უკეთესად იყოს.
იმედი მაქვს, რომ კორონავირუსს მალე დავამარცხებთ და ცხოვრებისგან სიამოვნებას ისევ მიიღებთ” – აცხადებს ძიუდოს ვარსკვლავი დარია ბილოდიდი.

19 წლის დარია ბილოდიდი ასაკის მიუხედავად, ძიუდოს კაშკაშა ვარსკვლავია. იგი მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონია.
ერთხელ კი ევროპული თამაშების გამარჯვებული.
უკრაინელ ლამაზმანს კარიერაში 23 ოქტოს მედალი აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი