მთავარი საქართველოლეგიონერები ლეგენდარული მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. მან ეს განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა ,,სპორტი იმედზესთან” ინტერვიუში განაცხადა.

გორგოძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია რას გააკეთებს კარიერის დასრულების შემდეგ, თუმცა რაგბიში დარჩენას არ აპირებს.

მამუკა გორგოძე: ,,როგორც მთელი მსოფლიო ჩვენც გაჩერებულები ვართ. საფრანგეთში კარანტინია გამოცხადებული. გარეთ გავლა მხოლოდ შესაძლებელია საჭმელზე და ძაღლის გასასეირნებლად, ისიც ახლო მანძილზე. ასევე არ არის პრობლემა სავარჯიშოდ გასვლა, ოღონც თუ ორნი ხართ დისტანცია უნდა დაიჭიროთ.
ფრანგებს, რომ ჰკითხო ჯიუტი ხალხია და წესრიგი დაცვა არ უყვართ, მაგრამ მე 16 წლიანი გამოცდილება მაქვს საფრანგეთში ცხოვრების და მინდა გითხრათ, რომ ფრანგები არიან კულტურულები და ჰიგიენურები. ფრანგები ძალიან მოწესრიგებული ხალხია და ჩემი აზრით, ამიტომაც არის კორონავირუსის შემთხვევები სხვა ევროპულ ქვეყნებზე ნაკლები. სხვა დიდ ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთში უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ როდის აფეთქდება ვირუსი უფრო მწვავედ არავინ არ იცის.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს დიდ პატივს ვცემ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა და ფრანგული პასპორტიც მაქვს, დამერწმუნეთ, ჩემი.და ჩემი ოჯახის ყურადღება საქართველოზეა გადმორთული. ვუყურებთ ქართულ საინფორმაციო გამოშვებებთ და პროცესებში სულით და გულით ვართ ჩართული. მე ვერავის მოუწოდებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ არის ჩემზე ნაკლებად მონდომებული ქვეყნის კეთილდღეობაზე, მაგრამ დღეს სახლში დარჩენა და ექიმებისთვის ხელის შეწყობა არის ომში წასვლის ტოლფასი.
მე არცერთი პოლიტიკური გუნდის წევრი არ ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დღეს რასაც საქართველოს მთავრობა შვრება არი გმირობის ტოლფასი. დღეს რასაც ექიმები აკეთებენ ეს არის გმირობის ტოლფასი. დღეს რასაც ჩვენი ხალხი აკეთებს არ არის გმირობის ტოლფასი.
ჩვენ ხალხსაც შეგვიძლია გაუტოლდეთ ექიმებს გმირობაში. საჭიროა დავრჩეთ სახლში. გარეთ გასვლას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილია.
მესმის, რომ გიჭირთ და წარმოუდგენლად მიგაჩნიათ სახლში გაჩერება, მაგრამ გარეთ გასვლით კარგი არაფერი არ გაკეთდება.
საფრანგეთში სავარჯიშო პროცესი შეჩერებულია. ბიჭებმა წამოვიღეთ სახლში სავარჯიშო დანადგარები და სახლში ვარჯიშობთ. ჩვენი გუნდები პროგრამას გვიგზავნიან და იმის მიხედვით ვვარჯიშობთ შინ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელიბა არ აქვს ტოპ 14 როდის დაიწყება და დაიწყება საერთოდ თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერას ვასრულებ და ბევრი მეუბნევა კარიერის ასე დასრულებას არ იმსახურებო, ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კორონავირუსი დავამარცხოთ. ხალხი არ დაიხოცოს და არ გაწვალდეს. ამ ეტაპზე რაგბი და სპორტი გადავიდა მეორე ადგილზე.
ჩემთვის მთავარია, რომ საქართველო და ჩემი.ოჯახი იყოს კარგად.
30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ “ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა.
რას ვიზავ კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ არ გადამიწყვეტია, თუმცა რაგბიში დარჩენას არ ვაპირებ.
თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბის ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები რიგითი ჯარისკაცი.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ქართული რაგბის ისტორიაშ ყველაზე უფრო სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში მეტოქეებიც ძალიან სუსტები იყვნენ, თუმცა ჩვენც ბევრი ახალგაზრდა გამოვცადეთ. ,,ბორჯღალოსნენის” მიზანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება უნდა იყოს და არა სტატისტიკაზე ფიქრი” – აცხადებს ლეგენდარული მამუკა გორგოძე.

,,სპორტერის” რედაქცია მადლობას უხდის ლეგენდარულ მორაგბეს საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის და იმ ლამაზი წუთებისთვის, რაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის მიუნიჭებია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი