მთავარი მთავარი ველისციხეში ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმეს

ველისციხეში ფეხბურთის თამაშისთვის 11 პირი დააჯარიმეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
54 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მინისტადიონზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 11 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგაგოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” ავრცებს.

ფეხბურთის მოთამაშეებს ჯარიმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანების საფუძველზე დაუწერეს. კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის გამო
ხალხმრავალ ადგილებში შეკრება იკრძალება.

საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის დადგენილების თანახმად, თითოეული მათგანი პოლიციამ 3000-3000 ლარით დაჯარიმა.

სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ასეთი ქმედების განმეორების შემთხვევაში, დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა გამოვლენილი.
18 ადამიანი კი დაავადებისგან სრულად განიკურნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი