მთავარი მსოფლიოესპანეთი მადრიდის ,,ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის ,,ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
85 ნახვა

72 წლის ასაკში მადრიდის ,,ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ლუის კაპონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამ სამწუხარო ამბის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში კლუბს კაპონის გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია.
აქედან გამომდინარე ამ დროისთვის უცნობია უკავშირდება თუ არა ხოსე ლუის კაპონის გარდაცვალება მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის პანდემიას.

კაპონი მადრიდის ,,ატლეტიკოში” 10 წელი 1970-1980 წლებში გამოდიოდა. დედაქალაქურ კლუბში ესპანელმა მცველმა 2-ჯერ
1972-73 და 1976-77 წლებში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1975-76 წლის სეზონში კი ესპანეთის სამეფო თასი აღმართა.

ხოსე ლუის კაპონმა ,,ატლეტიკოში” 200 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
ესპანეთის ნაკრებში კაპონს 13 შეხვედრა აქვს გამართული და ერთი გოლი გატანილი.

ხოსე ლუის კაპონმა კარიერა 1981 წელს 33 წლის ასაკში ესპანურ კლუბ ,,ელჩეში” დაასრულა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი