მთავარი მთავარი გიორგი ჭინჭარაული: ,,მზად ვართ სამედიცინო დახმარება გავუწიოთ კორონავირუსით დაავადებულ თუ კარანტინში მყოფ პირებს”

გიორგი ჭინჭარაული: ,,მზად ვართ სამედიცინო დახმარება გავუწიოთ კორონავირუსით დაავადებულ თუ კარანტინში მყოფ პირებს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
850 ნახვა

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახური, მზად არიან კორონავირუსით დაავადებულ ან კარანტინში მყოფ პირებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე აქვეყნებს.

გიორგი ჭინჭარაული: ,,საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახური ზურაბ კახაბრუშვილის ხელმძღვანელობით, მზად ვართ, გავემგზავროთ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა საკარანტინო წერტილში და გავუწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება კორონავირუსით დაავადებულ თუ კარანტინში მყოფ ნებისმიერ პირს”
#დარჩითსახლში
#კორონაარააგანაჩენი
#ერთადსაქართველოსთვის

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებისგან 18 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანეგებო მდგომარეობა, კიდევ უფრო გაამკაცრა და ფაქტობრივად კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აეკრძალად.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი