მთავარი მსოფლიოNBA კალათბურთელი მარკუს სმარტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

კალათბურთელი მარკუს სმარტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

NBA-ს კლუბ ,,ბოსტონ სელტიკსის” კალათბურთელი მარკუს სმარტი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად სპორტსმენმა დაწერა.

სმარტი ექიმებს დახმარებისთვის მადლობას უხდის და ,,ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში მედიკოსების მუშაობა გმირობის ტოლფასია.

მარკუს სმარტი: ,,განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსისგან გამოვჯანმრთელდი.
პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ექიმებს, რომლებმაც ჩემს გამოჯანმრთელებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ მძიმე მდგომარეობაში, მათი თავდადებული მუშაობა გმირობის ტოლფასია.
ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს და ახლობლებს, რომლებიც ჩემს ამბავს ჰკითხულობდნენ და სოციალურ ქსელში მამხნევებდნენ.
ყველას მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, რადგან თავიდან აირიდოთ დაავადების რისკი” – აცხადებს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მარკუს სმარტი.

სმარტი მე-4 NBA-ს კალათბურთელია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.
რამდენიმე დღის წინ ვერაგული დაავადებისგან ,,იუტა ჯაზის” კალათბურთელები ფრანგი რუდი გობერი და დონოვან მიჩელი, ასევე ,,დეტროიტ პისტონსის” მოთამაშე კრისტიან ვუდი განიკურნენ.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსით 158,290 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია 2,933 ადამიანი, ხოლო ჩვენი ახალი ამბავის გმირების დარ გამოჯანმრთელება
5,211 ადამიანმა შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი