მთავარი მსოფლიოიტალია რუსლან მალინოვსკი: ,,იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა, ორმა მედდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”

რუსლან მალინოვსკი: ,,იტალიაში უმძიმესი მდგომარეობაა, ორმა მედდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

იტალიური ბერგამოს ,,ატალანტასა” და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა რუსლან მალინოვსკიმ ,,ინსტაგრამის” გვერდზე კორონავირუსისგან გამოწვეულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრა.

მალინოვსკი აცხადებს, რომ კორონავირუსი უმძიმესი დაავადებაა და მასთან ხუმრობა არ შეიძლება.
უკრაინელი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიაში ორმა მედდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რუსლან მალინოვსკი: ,,ყველაფერი, რაც იტალიაზე ინტერნეტში იწერება, მართალია. ამ დროისთვის ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. აქ ყოველდღე ადამიანები იღუპებიან.
ბერგამოს სასაფლაო, ისე გადაივსო ადგილი აღარ დარჩა მიცვალებულთა დასაკრძალად, რამდენიმე დღის წინ კრეატოროუმში ცხედრები სამხედრო მანქანებით გადაასვენეს.
იტალიაში ორმა მედდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ხუმრობა შეიძლება, ის ძალიან მწარედ ცდება.  მსოფლიო შოკშია ჩავარდნილი. ყველგან ნეგატიური სიტუაციაა. ხალხი სტრესულ მდგომარეობაშია.
ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.
დარჩით სახლში და დაიცავით ჰიგიენა.” – საუბრობს უკრაინელი ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი ,,ინსტაგრამზე”.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 101,739 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გარდაცვლილია 11,591 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 14,620 პიროვნებამ შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი