მთავარი მთავარი სკანდალი არ შედგა – ბოდენ ბარეტს კარანტინის წესები არ დაურღვევია

სკანდალი არ შედგა – ბოდენ ბარეტს კარანტინის წესები არ დაურღვევია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების სუპერვარსკვლავი ბოდენ ბარეტი ფოტოკორესპოდენტმა ფილ უოლტერმა კარანტინის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. მან

,,ოლ ბლექსის” მგეზავი ერთ-ერთ მოედანზე ვარჯიშის დროს დააფიქსირა და სურათიც გადაუღო.

როგორც აღმოჩნდა ბოდენ ბარეტს კარანტინის წესები არ დაურღვევია, რაც ზელანდიელმა სამართალდამცველებმა დაადასტურეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბარეტი სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე მოედანზე სრულიად მარტო ვარჯიშობს. რაც კანონით დაშვებული გახლავთ.

ბოდენ ბარეტის შესახებ კომენტარი პოლიციის კომისარმა მაიკ ბუშმა გააკეთა.
მისი განმარტებით ახალი ზელანდიელი მორაგბე კანონის სრული დაცვით მოქმედებს. იგი თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობს და სხვა ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში არ იმყოფება.

ასე, რომ ზემოთნახსენები სკანდალური ფოტოკორესპოდენტი ხახამშრალი დარჩა. მას მხოლოდ ბოდენ ბარეტის სურათის შენახვა შეუძლია სამახსოვროდ.

ახალ ზელანდიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 647 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო 74 ადამიანი კი დაავადებისგან განიკურნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი