მთავარი მთავარი მარსელის ,,ოლიმპიკის” ექს-პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

მარსელის ,,ოლიმპიკის” ექს-პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ფრანგული საფეხბურთო კლუბის მარსელის ,,ოლიმპიკის” ექს-პრეზიდენტი პაპე დიუფი 68 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ,,L’Equipe” ავრცელებს.

სენეგალელი დიუფი დაკარის საავადმყოფოში 30 მარტს, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. მას მაღალი სიცხე და ძლიერი ხველა აღენიშნებოდა.
ექიმებმა პაციენტს დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ექს-ჩინოსანის ორგანიზმმა დაავადებას ვერ გაუძლო და წუხელ, გარდაიცვალა.

პაპე დიუფი „მარსელის“ პრეზიდენტი პოსტზე 2005-2009 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ინტერტოტოს თასი მოიგო და საფრანგეთის ვიცეჩემპიონი გახდა.
,,ოლიმპიკის” პრეზიდენტობამდე დიუფი სპორტული ჟურნალისტი და საფეხბურთო აგენტი იყო.

სენეგალში კორონავირუსის 175 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გარდაცვლილი კი მხოლოდ პაპე დიუფი გახლავთ. გამოჯანმრთელება კი 40 ადამიანმა შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი