მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინი იუბილარია

გიორგი შერმადინი იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური ,,ტენერიფეს” ლიდერი გიორგი შერმადინი 31 წლის გახდა.

შერმადინი 1989 წელს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში დაიბადა.

გიორგიმ კალათბურთის თამაში 16 წლის ასაკში თბილისის ,,მაკაბიში” დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი ჯამლეთ ხუხაშვილი იყო.
2008 წელს შერმადინმა ,,მაკაბი” დატოვა და ბერძნულ
ათენის “პანათინაიკოსში” გადაბარგდა.
შემდეგ კი
სლოვენიულ ლიუბლიანის “ოლიმპიას”, ბერძნული “ოლიმპიაკოსის”, ესპანური “სარაგოსას”, იტალიური “კანტუს”, ისრაელის თელ-ავივის ,,მაკაბის” გამოდიოდა.
ბოლო წლები ესპანეთში იმყოფება. იგი ჯერ ,,ანდორას” და ,,უნიკახას” ღირსებას იცავდა.
ამჟამად კი ,,ტენერიფეში” თამაშობს.

გიორგი შერმადინს კარიერაში 2-ჯერ ,,პანათინიაკოსთან” და ,,ოლიმპიაკოსთან” ერთად ევროლიგა აქვს მოგებული.
,,პანათინიაკოსის” რიგებში თამაშისას საბერძნეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
2020 წელს კი ,,ტენერიფეს” შემადგენლობაში საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.

შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე 4-ჯერ აქვს ნათამაშები.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს სახელოვან კალათბურთელ გიორგი შერმადინს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, წარმატებას და უფლის წყალობას უსურვებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი