მთავარი მსოფლიოNBA ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

NBA-ს კლუბ ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელებმა 14-დღიანი კარანტინი დაასრულეს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა, მათ შორის ორი კორინავირუსის ინფიცირებული.

  ,,ლეიკერსში” კორონავირუსი ორ კალათბურთელს აღმოაჩნდა, თუმცა კლუბმა მათი ვინაობის გაცხადებისგან თავი შეიკავა.
ამ ორი მოთამაშის გამო გუნდის მთელს შემადგენლობას 2-კვირიან  კარანტინში მოუწია ყოფნა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული სეზონი გაუკრკვეველი ვადით არის შეწყვეტილი.
პაუზამდე NBA-ს დასავლეთ კონფერენციას 49 მოგებითა და 14 მარცხით სათავეში, სწორედ ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” ედგა.

რაც შეეხება კორონავირუსს, ეს დაავადება ამერიკაში 215,300 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 5,110 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8,878 კი განიკურნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი