მთავარი მსოფლიოინგლისი უიმბლდონის გაუქმებით მიღებული ზარალი 250 მილიონ ფუნტს შეადგენს

უიმბლდონის გაუქმებით მიღებული ზარალი 250 მილიონ ფუნტს შეადგენს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ,,დიდი მუზარადის” ტურნირის უიმბლდონის გაუქმების გამო ტურნირის ორგანიზატორებმა დიდი ზარალი მიიღეს.

სხვადასხვა გათვლებით სავარაუდოდ, ზარალი 250 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ფინანსურ დანაკლისს დაზღვევა სრულად აანაზღაურებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ უიმბლდონის ორგანიზატორებსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთი ფუნქტი ზიანის სრულად ანაზღაურებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული.
როცა ეს ხელშეკრულება დაიდო, ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდნენ, რომ პანდემიის პუნქტი ოდესმე ამოქმედდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.

პრესტიჟული ტურნირის გადატანა იმის გამო არ მოხერხდა, რომ უიმბლდონის კორტების საფარი ზედმეტად ტენიანია და შემოდგომაზე ძალიან სრიალა ხდება. ასეთ კორტზე ბრძოლა კი ჩოგბურთელებს ძალიან გაუჭირდებათ და მათი ტრავმის ალბათობაც გაიზრდება.

ასეა თუ ისეა ტურნირი აღარ ჩატარდება. ეს კი 1945 წლის შემდეგ უიმბლდონის გაუქმების პირველი შემთხვევა გახლავთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი