მთავარი მსოფლიოესპანეთი მადრიდის ,,რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის ,,რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
87 ნახვა

რამდენიმე საათის წინ მადრიდის ,,რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გოიო ბენიტო 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბენიტო სიცოცხლისთვის 10 წლის განმავლობაში იბრძოდა. იგი მძიმე სენით იყო ავად.

გრეგორიო ბენიტო რუბიო მადრიდში 1946 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა.
,,რეალის” ახალგაზრდულ კლუბში 17 წლის ასაკში მივიდა.
3 წლის შემდეგ კი ძირითად გუნდში მოხვდა.

გოიო ბენიტო ,,სამეფო კლუბის” ღირსებას 16-წლის განმავლობაში 1966-1982 წლებში იცავდა. მან ,,რეალში” 316 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ბენიტომ მადრიდულ კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონის ტიტული 6-ჯერ მოიპოვა.
ესპანეთის სამეფო თასი კი 5-ჯერ აღმართა.

,,რეალის” ცენტრალურმა მცველმა
ესპანეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი