მთავარი საქართველოლეგიონერები ბელგიის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა – გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ

ბელგიის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა – გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

ბელგიის ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით,  მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნული ჩემპიონატი აღარ განახლდება.

ბელგიის 2019-2020 წლის ჩემპიონად ,,ბრიუგე” გამოცხადდა.
,,ბრიუგე” უშუალო კონკურენტ ,,გენტს” 29 ტურის შემდეგ, 15 ქულით უსწრებდა.
შესაბამისად, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას კლუბს წილად ბელგიის ვიცეჩემპიონის ტიტული ხვდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ევროპა ლიგაზე ბელგიის თასის ფინალისტი ,,შარლერუა”, ასევე ,,ანტვერპენი” და ლიეჟის ,,სტანდარდი” მოხვდნენ.

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ სეზონში ბელგიის უმაღლესი დივიზიონიდან არცერთი გუნდი არ გავარდება.

ბელგიაში ამ დროისთვის კორონავირუსით 15,348 ინფიცირებულია გამოვლენილი.
დაავადებისგან 1,011 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელება კი 2,495 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი