მთავარი მთავარი როჯერ ფედერერი: ,,ურთულეს დროში ვცხოვრობთ, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ უფრო ძლიერები გავხდებით”

როჯერ ფედერერი: ,,ურთულეს დროში ვცხოვრობთ, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ უფრო ძლიერები გავხდებით”

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

38 წლის ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ასაკის მიუხედავად, მომავალი წლის უიმბლდონის პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

უიმბლდონის 8-გზის ჩემპიონის აზრით, ამჟამად ყველანი ურთულესი დროში ვცხოვრობთ, მაგრამ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ მომავალში უფრო ძლიერები გავხდებით.

ფედერერი ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც დღეს, ხდება, გვაიძულებს უფრო მეტად დავაფასოთ ჩოგბურთი და მთლიანად სპორტი.

როჯერ ფედერერი: ,,უიმბლდონი ჩემი უსაყვარლესი ტურნირია. ლონდონის კორტებთან არაერთი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს.
სამწუხაროა, რომ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონი აღარ ჩატარდება.
კარიერის დამთავრებას წელს არ ვაპირებ და მომავალ წელს უიმბლდონზე დიდი ალბათობით გამოვალ.
მსოფლიოში საშინელი ვირუსია. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. უმეტესობა კი სახლშია გამოკეტილი. ურთულეს დროში ვცხოვრობთ, თუმცა მჯერავს, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ უფრო ძლიერები გავხდებით.
ყველაფერი, რაც დღეს, ხდება, მსოფლიოში გვაიძულებს უფრო მეტად დავაფასოთ ჩოგბურთი და მთლიანად სპორტი“, – განაცხადა
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა.

უიმბლდონი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს არ გაიმართება. მომდევნო ტურნირი, რომელიც 134-ე იქნება ისტორიაში, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი