მთავარი მსოფლიოNBA კევინ დიურანტმა კორონავირუსი დაამარცხა

კევინ დიურანტმა კორონავირუსი დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

NBA-ს კლუბ ,,ბრუკლინ ნეთსის” სუპერვარსკვლავი კევინ დიურანტი კორონავირუსისგან გამოჯანმთელდა. ინფორმაციას ამ სასიხარულო ამბავის შესახებ გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დიურანტთან ერთად ეს საშინელი დაავადება ,,ბრუკლინის” კიდევ სამმა კალათბურთელმა დასძლია. მათი ვინაობა არ არის ცნობილი.

,,ნეთსის“ გენერალურმა მენეჯერმა შონ მარკსმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული კალათბურთელები კლინიკას დღესვე დატოვებენ და საკუთარ სახლებში თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ.

კორონავირუსით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სულ 15 წარმომადგენელი დაინფიცირდა. რამდენიმე მათგანმა გამოჯანმრთელება უკვე მოახერხა.
დაავადება მარკუს სმარტმა, რუდი გობერმა, კრისტიან ვუდმა და დონოვან მიჩელმა დაამარცხეს.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსის 245,380 შემთხვევაა გამოვლენილი.
დაავადებით დაღუპულია 6,095 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება კი 10,411 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი