მთავარი მთავარი ენდი მარი: ,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სახლში დარჩენა და ადამიანების ჯანმრთელობაა”

ენდი მარი: ,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სახლში დარჩენა და ადამიანების ჯანმრთელობაა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრიტანელმა ენდი მარიმ ,,Sky Sport”-თან კომენტარი უიმბლდონის გაუქმებისა და მსოფლიოში არსებულ კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა.

მარი უიმბლდონის გაუქმებას გაგებით ეკიდება და აცხადებს, რომ იმის ფონზე, რად დღეს მსოფლიოში ხდება აღნიშნული გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

ბრიტანელი ჩოგბურთელის აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა და ჯანმრთელობა.

ენდი მარი: ,,რასაკვირველია, ჩემთვის ძალიან საწყენია ყველაზე პრესტიჟული „დიდი სლემის“ ტურნირის გაუქმება, თუმცა იმის ფონზე, რად დღეს მსოფლიოში ხდება აღნიშნული გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა.
იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება და ტურნირიც მაღალ დონეზე ჩატარდება“. – აცხადებს ენდი მარი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 33,718 შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან 2,921 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი