მთავარი მთავარი ნეიმარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდებში 775 ათასი ფუნტი  გადარიცხა

ნეიმარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდებში 775 ათასი ფუნტი  გადარიცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

,,პსჟ”-ს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა  კორონავირუსის წინააღდეგ შექმნის ფონდებში ჯამში 775 ათასი ფუნტი  სტერლინგი გადარიცხა.

ნეიმარმა თანხის ნახევარი ,,UNISEF”-ის ფონდში შეიტანა, ხოლო მეორე ნახევარი ერთ-ერთ  ბრაზილიულ ფონდში ჩარიცხა.

ყველაფერი ეს ნეიმარმა ანონიმურად გააკეთა. მას ფულის გადარიცხვისას თავისი სახელი არ დაუფიქსირებია.  ფეხბურთელის სანიმუშო საქციელი ბრაზილიელმა ტელეწამყვანმა კრის ფლორესმა გაამხილა.
ჟურნალისტის აზრით, ეს ბრწყინვალე საქციელია, რომელიც სტიმული  სხვა სპორტსმენებისთვის და სხვა ადამიანებისთვის იქნება.

ბრაზილიაში კორონავირუსის 9,216 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 365 ადამიანი.
გამოჯანმრთელება კი 127 პაციენტმა შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი