მთავარი მთავარი შოთა მიშველიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

შოთა მიშველიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

ავტორი კახა მიხანაშვილი
247 ნახვა

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს, ფიცარნაგზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე გამოვიდა.

გასული მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა წლევანდელი ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 135 კგ. დაძლია და მე-7 ადგილზე გავიდა.  აკვრაში კი  158 კილოგრამის დაფიქსირება მოახერხა, რაც  მე-9 პოზიციაზე გასასვლელად ეყო.

საბოლოოდ შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 293 კილოგრამით მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ინდონეზიელმა ეკო იული ირავანმა მოიპოვა.  მან ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დააფიქსირა.  ირავანმა ორი მფოფლიოს რეკორდიც დაამყარა.

აშხაბადის მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს  მედლები ჩინელმა ძალოსნებმა ფაბინ ლიმ და ფულინ ქინმა დაისაკუთრეს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი