მთავარი მსოფლიოგერმანია ,,დორტმუნდის” სტადიონი ,,სიგნალ იდუნა პარკი” კორონავირუსით დაავადებულთა დახმარების ცენტრი გახდება

,,დორტმუნდის” სტადიონი ,,სიგნალ იდუნა პარკი” კორონავირუსით დაავადებულთა დახმარების ცენტრი გახდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ დორტმუნდის ,,ბორუსიას” შესანიშნავი სტადიონი ,,სიგნალ იდუნა პარკი” კორონავირუსით დაავადებულთა დახმარების ცენტრი გახდება. ამის შესახებ კლუბი განცხადებას ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სტადიონის სამედიცინო პუნქტად გადაკეთება დღეიდან დაიწყება.
არენის ჩრდილოეთ ტრიბუნაზე
სამკურნალო დაწესებულება მოეწყობა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებენ. ,,სიგნალ იდუნა პარკზე” მკურნალობის პროცესს ვირუსით დაავადებული სიმპტომების მქონე პაციენტებიც გაივლიან.

აი რა განაცხადა დორტმუნდის ,,ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ:
,,„ჩვენი სტადიონი ქალაქის სიამაყეა და თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, ინფრასტრუქტურითა და სივრცით იდეალური ადგილია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ინფიცირებულნი არიან კორონავირუსით ან ამ დაავადების სიმპტომები გააჩნიათ.
ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შევიტანოდ კორონავირუსთან ბრძოლაში. სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნა ექიმებსა და დაავადებულებს დაეთმობათ.
ჩვენი ვალი და სურვილია გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, რათა ამ ადამიანებმა დახმარება მიიღონ. მჯერა, რომ ,,სიგნალ იდუნა პარკზე” ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდება”

გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსი 91,159 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1,275 ადამიანი გარდაიცვალა.
24,575 პაციენტმა კი გამოჯამრთელება შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი