მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

კატალონიური საფეხბურთო გრანდის ,,ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტს ჟორდი კარდონერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,Mundo Deportivo” ავრცელებს.

,,ბარსელონას” მაღალჩინოსანი კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველადი მონაცემებით 57 წლის კარდონერს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეს ,,ბარსელონაში” კორონავირუსით დაინფიცირების მე-4 შემთხვევა გახლავთ.
აქამდე მსოფლიოს პანდემიად გამოცხადებული დაავადება
კატალონური კლუბის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელ რამონ კანალს და ექიმ ხოსეპ ანტონი გუტიერესს, ასევე სამხრეთ ამერიკაში კატალონიური გრანდის მთავარ სკაუტ ანდრე კიურის
აღმოაჩნდათ.

სული კი ესპანეთში დღემდე, ,,COVID-19″-ის 124,736 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსისგან გარდაცვლილია 11,744 ადამიანი, ხოლო გაჯანმრთელებულთა რაოდენობამ 12,593 მიაღწია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი