მთავარი საქართველოლეგიონერები ბელარუსში ქართველების გუნდები დაზავდნენ

ბელარუსში ქართველების გუნდები დაზავდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებულ კორონავირუსის პანდემიას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო არ უშინდება და  მისი მითითებით, ამ ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატი  გრძელდება.

რამდენიმე წუთის წინ, ბელარუსის პირველობის მე-3 ტურში ჩვენთვის საინტერესო მატჩი ჩატარდა.

ერთმანეთს სოლიგორსკში, გიორგი დიასამიძე-ლაშა შინდაგორიძის  ადგილობრივი ,,შახტიორი” და გიორგი ქანთარიას გროდნოს ,,ნემანი”  დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა უგოლოდ ფრედ 0:0 დასრულდა.

მასპინძელთაგან გიორგი დიასამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა შინდაგორიძე კი სათადარიგო სკამიდან მატჩში 69-ე წუთზე ჩაერთო.

გიორგი ქანთარიამ კი სტუმართა რიგებში შეხვედრა სრულად ჩაატარა. მან 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

3 ტურის შემდეგ ორივე ,,ქართულ გუნდს” 4-4 ქულა აქვს და ,,ვისშაია ლიგაში” მე-5 – მე-6 ადგილებს იყოფს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი