მთავარი მთავარი სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააპატიმრეს

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააპატიმრეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადისა“ და სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი ალექსანდარ პრიიოვიჩი სამშობლოში კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააპატიმრეს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ სააგენტო ,,როიტერი” ავრცელებს.

კომენდატის საათი სერბეთის მთავრობამ მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის გამო შემოიღო.

ბალკანეთის ამ ქვეყანაში ადამიანებს გადაადგილება სამუშაო დღეებში 17:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე, ხოლო შაბათის 13:00 საათიდან ორშაბათის დილის 5:00 საათამდე ეკრძალებათ.

ალექსანდარ პრიიოვიჩმა კი აღნიშნული კანონი დაარღვია და
ბელგრადის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში ხუთ ადამიანთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვავდა. მოქეიფეები მანდამაინც, არც ერთმანეთს შორის საჭირო 2-მეტრიან დისტანციას არ იცავდნენ. ეს ამბავი კი ბელგრადის დროით 17:00 საათის შემდეგ ხდებოდა.

პოლიციამ უკანონო ღრეობის შესახებ შეიტყო და ყველა დამრღვევი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ისინი პროკურატურაში გადაიყვანეს.
ახლა ალექსანდარ პრიიოვიჩს და მის თანამეინახეებს ახსნა-განმარტებების დაწერა და იმის მოფიქრება მოუწევთ, თუ რატომ დაარღვიეს კომენდანტის საათი ამ გაგანია პანდემიის დროს.

სერბეთში კორონავირუსის 1,624 შემთხვევაა გამოვლენილი.
აქედან 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება 54 პაციენტმა შეძლო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი