მთავარი მსოფლიოინგლისი მარკუს რაშფორდმა საქველმოქმედო ფონდისთვის 20 მილიონი ფუნტი შეაგროვა

მარკუს რაშფორდმა საქველმოქმედო ფონდისთვის 20 მილიონი ფუნტი შეაგროვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ინგლისის ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რაშფორდი საქველმოქმედო ფონდ ,,FareShare”-თან თანამშრომლობს.

ფონდის მიზანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლის მოსწავლეების საკვებით უზრუნველყოფა გახლავთ.

რაშფორდის დახმარებით საქველმოქმედო ფონდმა 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.
მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შემოწირულობა მაღაზიების რამდენიმე მსხვილმა ქსელმა გაიღო. ინგლისელი ფეხბურთელის მოწოდებით, ფონდში ფული წვრილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმაც
ჩარიცხეს.

შეგროვილი ფულით მარკუს რეშფორდი და საქველმოქმედო კომპანია ,,FareShare”-ის თანამშრომლები გაჭირვებული ოჯახების ბავშებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს სახლში მიუტანენ.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 41,903 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 4,313 ადამიანი, ხოლო გამოჯამრთელებმა 135 მათგანმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი