მთავარი მთავარი ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ტურნირზე გამარჯვება გიგა ყუფარაძემ იზეიმა

ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ტურნირზე გამარჯვება გიგა ყუფარაძემ იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

,,chess.com-ზე” ელვისებურ ჭადრაკში დახურული ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა არაერთმა ტიტულოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო.

შეჯიბრებაში პირველობა
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა,  სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულმა, საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ მოიპოვა.
ყუფარაძემ 10 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა.

საერთო ჩათვლაში ჩემპიონს  ნახევარი ქულით საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე ჩამორჩა.

მე-3 საპრიზო ადგილზე 7 ქულით  საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ პეტრიაშვილი გავიდა.

ქალთა შორის პირველი პრიზი მერი არაბიძემ დაისაკუთრა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა.  შეჯიბრების  საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.

შენიშვნა: სოფიკო ტერელაძე ძირითად ტურნირში მეორეზე, ხოლო  ქალთა შორის კი პირველ ადგილზე გავიდა. ვინაიდან ერთ მოთამაშეს მხოლოდ ერთი პრიზის აღება შეუძლია და ვაჟთა მე-2 ადგილზე უფრო მაღალი პრიზია, ვიდრე ქალების პირველზე, ტერელიძემ ვაჟთა მე-2 პრიზი აიღო, ხოლო მერი არაბიძემ ქალთა პირველი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი