მთავარი მთავარი ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი პოპულარობას იძენს – ტურნირის ტრანსლაციის უფლება 10 ქვეყანამ იყიდა

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი პოპულარობას იძენს – ტურნირის ტრანსლაციის უფლება 10 ქვეყანამ იყიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ბელარუსის საფეხბურთო  ჩემპიონატი მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსის პანდემიას არ უშინდება და ტურნირს შემართებით აგრძელებს.

სლავთა საფეხბურთო პირველობა ნელ-ნელა პოპულარული ხდება და ტურნირით  უფეხბურთობის პერიოდში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ინტერესდებიან.

სააგენტო „როიტერი” ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბელარუსის ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება 10-მა  ქვეყანამ იყიდა. მათ შორის რუსეთი, ისრაელი, ინდოეთი,  ბულგარეთი და სხვა ქვეყნები არიან.

ასე, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე  ლუკაშენკო ტაქტიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამართლებს.  პრეზიდენტი კორონავირუსს ფსიქოზს უწოდებს და ფეხბურთის ფედერაციას ტურნირის შეწყვეტის უფლებას არ აძლევს.

აი რაც შეეხება კორონავირუსს, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბელარუსში ამ დაავადებისგან სულ 562 ადამიანი დაინფიცირდა.
აქედან 8 პიროვნება გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება 52 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი