მთავარი სხვაგუნდური სახეობები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი შემცირდება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტი შემცირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ოლიმპიური თამაშების საკითხებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფ დუბის განცხადების თანახმად, IOC  და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტის გადასინჯვას აპირებენ. ერთის მხრივ, იგეგმება ხარჯების შემცირება არაერთი კონკრეტული მიმართულებით, რათა შემსუბუქდეს თამაშების გადავადებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი. მაგრამ, ამავე დროს, სწორედ ოლიმპიადის გადავადების გამო, გარდუვალია მთლიანი ხარჯების მოცულობის ზრდა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს, რომ დამატებითი ხარჯები უნდა გაინაწილონ IOC-მა და საორგანიზაციო კომიტეტმა. ბიუჯეტის ათასობით მუხლი გადაისინჯება. IOC-ის სამუშაო ჯგუფი ამ საკითხთთან დაკავშირებით თავის წინადადებებს მალე წარადგენს, – ამბობს კრისტოფ დუბი.

შარშან დეკემბერში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილი იყო 12,6 მილიარდი დოლარის დახარჯვა. ახალი ვითარების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებით საჭირო გახდება დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი