მთავარი მთავარი ,,რეიმსის” კორონავირუსით დაინფიცირებულმა ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

,,რეიმსის” კორონავირუსით დაინფიცირებულმა ექიმმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
60 ნახვა

ფრანგული საფეხბურთო კლუბ ,,რეიმსის” 60  წლის ექიმმა ბერნარ გონსალესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „The Sun“ ავრცელებს.

გონსალესი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული და საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მასთან ერთად კორონავირუსი დადასტურებული მის მეუღლესაც ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმმა თვითმკვლელობის წინ წერილი დაწერა, სადაც ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზი ახსნა.
ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ქალაქ რეიმსის მერმა არნო რობინმა წერილის შინაარსი არ გამოაქვეყნა.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
დაავადებულთა რიცხვმა 92,839 მიაღწია.
აქედან გარდაცვლილია 8,078 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 16,183 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი