მთავარი მსოფლიოესპანეთი ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

ხოსეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

,,მანჩესტერ სიტის“  ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას დედის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს.

დოლორს სალა კარიო 82 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

გვარდიოლას მშობელი ბარსელონას კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ,,Covid 19″-ის დაავადება დაუდასტურდა.
მოხუცის ორგანიზმმა ვერაგულ ვირუსს ვერ გაუძლო.

ესპანეთში ხოსეპ გვარდიოლას დედის გარდა კორონავირუსით, კიდევ 13,168 ადამიანია გარდაცვლილი.
სულ კი ამ დაავადების დაინფიცირების 135,032 შემთხვევაა გამოვლენილი.
გამოჯანმრთელება კი ამ დროისთვის 40,437 პაციენტმა მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი