მთავარი მთავარი რუშთუ რეჩბერი გამოჯანმრთელების გზაზეა

რუშთუ რეჩბერი გამოჯანმრთელების გზაზეა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

,,ბარსელონასა” და თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე რუშთუ რეჩბერი, რომელიც კორონავირუსის დაავადებას ებრძვის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

რუშთუს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მას მკურნალობის გაგრძელება ოჯახში მოუწევს.  ამის შესახებ ინფორმაცია ,,ინსტაგრამის” გვერდზე ლეგენდარული მეკარის მეუღლემ  ისილ რეჩბერმა დაწერა.

თურქეთში კორონავირუსისგან დღითიდღე ბევრი ადამიანი ინფიცირდება.  კლინიკები ყველა პაციენტის მიღებას ვერ ახერხებენ.  აქედან გამომდინარე შედარებით  უკეთ მყოფ ადამიანებს საავადმყოფოს დატოვება და მკურნალობა ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით სახლში უწევთ.

46 წლის რუშთუ რეჩბერს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.  მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, თუმცა ექიმებმა მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორება შეძლეს.

თურქეთში კორონავირუსის 27,069 შემთხვევაა დაფასტურებული.
აქედან გარდაცვლილია 574 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება 1,042 პიროვნებამ მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი