მთავარი მთავარი კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მკლავჭიდელი ბოდიშს იხდის

კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მკლავჭიდელი ბოდიშს იხდის

ავტორი კახა მიხანაშვილი
76 ნახვა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქართველი მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილია,,ფეისბუქზე” ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს.
სპორტსმენი აცხადებს, რომ მას დაავადების არანაირი სიმპტომები არ გააჩნდა. იგი დაწვრილებით გვიყვება თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

გიორგი ღვინჯილია:
,,მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო იძულებული გავხდი ეს ვიდეო ჩამეწერა.

პირველ რიგში მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, რომელებიც ჩემს გამო კარანტინში ახლა კარანტინში იმყოფებიან, გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.

მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად და 28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, ზუგდიდში ოჯახში შევედი, დავიცავი დისტანცია, რამდენიმე ხანი ვიყავი და შემდეგ წავედი სოფელ ლიაში. ლიაში ვიყავი ოჯახში, ერთი ღამე გავატარე.

შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ბებიაჩემის საფლავზე, იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად ხელის ჩამორთმევის გარეშე. ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, ვითომდა რუსეთის მოქალაქე ვარ და ახალი ჩამოსული ვარ, თვითიზოლაცია არ დამიცავს და მოვიარე სამეგრელო, ეს არის ცრუ ინფორმაცია.

ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გადმოვედი სამეგრელოში ესეც არის ცრუ ინფორმაცია და ისიც, რომ მე ვიმყოფებოდი ჩხოროწყუს რაიონში დაბადების დღეზე.” – საუბრობს ქართველი მკლავჭიდელი.

ქართველ სპორტსმენს გიორგი ღვინჯილიას კორონავირუსი შაბათს დაუდგინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა გამოვლენილი.
გამოჯანმრთელებული 39, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ვიდეო: https://palitranews.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი