მთავარი მთავარი რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა

რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

71 წლის ასაკში სერბი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ,,marca” ავრცელებს.

ანტიჩი სხვადასხვა დროს მსოფლუოს ფეხბურთის ორ გრანდს მადრიდის ,,რეალს” და ,,ბარსელონას” წვრთნიდა, თუმცა ამ გუნდებთან ერთად ვერაფერი მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ამ ქვეყნის თასი მადრიდის ,,ატლეტიკოში” მოღვაწეობის ჟამს მოიპოვა.

რადომირ ანტიჩი ზემოთჩამოთვლილი გუნდების გარდა ესპანეთში ,,სარაგოსას”, ,,ოვიედოს” და ,,სელტას” ეგდა სათავეში.

2008–2010 ანტიჩი მშობლიური სერბეთის მთავარი მწვრთნელი იყო.
სამწვრთნელო კარიერის დასასრულს კი ძალები ჩინეთშიც მოსინჯა. იგი ,,შანდონგ ლუნენგს” და ,,ჰაბეის” ავარჯიშებდა.

საფეხბურთო კარიერის ჟამს ანტიჩმა სახელი ბელგრადის ,,პარტიზანში” თამაშისას გაითქვა. მან 1968–1976 წლებში ამ კლუბის მაისურით 191 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
,,პარტიზანის” შემდეგ კი თურქული ,,ფენერბაჰჩეს”, ესპანური ,,,სარაგოსას” და ინგლისურ ,,ლუთონ თაუნში” ღირსებას იცავდა.
რადომირ ანტიჩს ეტთი შეხვედრა იმ დროინდელ იუგოსლავიის ნაკრებში აქვს გამართული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი