მთავარი მთავარი ,,ეს არის სასჯელი „ბენფიკას“  მატჩების მსაჯობისთვის” – პორტუგალიელ არბიტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,ეს არის სასჯელი „ბენფიკას“  მატჩების მსაჯობისთვის” – პორტუგალიელ არბიტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

37 წლის პორტუგალიელ მსაჯს ფაბიო ვერისიმოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფიფას არბიტრს ვირუსის მსუბუქი ფორმები აქვს და იგი
სახლის პირობებში მკურნალობს.

პორტუგალიაში გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკები კორონავირუსისგან დაავადებული პაციენტებისგან თითქმის სავსეა, საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე სირთულის პაციენტები გადაჰყავთ.

ფაბიო ვერისიმოს სოციალურ ქსელში ლისაბონის ,,ბენფიკას” გულშემატკივრების გარდა, ყველამ გამოჯანმრთელება უსურვა.

,,ბენფიკას” ფანებმა კი სოციალურ ქსელში არბიტრის შესახებ არც თუ ისე კარგი კომენტამენტარები გააკეთეს.
აი რამდენიმე მათგანი:
,,„პორტუმ“  საუკეთესო მოთამაშე დაკარგა.”
,,ეს არის სასჯელი „ბენფიკას“  მატჩების მსაჯობისთვის.”
ეს სასჯელი „ზემოდან არის”
,,ფაბიო ვერისიმო პასუხს ,,ბენფიკას” წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების გამო აგებს.”

პორტუგალიაში ამ დროისთვის ,,Covid 19″-ის 12,442 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აქედან გამოჯანმრთელება 184 პაციენტმა მოახერხა.
დაავადებას კი 345 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი