მთავარი მთავარი ჰიონ მინ სონი ჯარში გაიწვიეს

ჰიონ მინ სონი ჯარში გაიწვიეს

ავტორი კახა მიხანაშვილი

სამხრეთ კორეისა და ,,ტოტენჰემ ჰოსპურის” ვარსკვლავია ჰიონ მინ სონი სამშობლოში სავალდებო სამხედრო სამსახურს მოიხდის.

ფეხბურთელს ჯარში წასვლის უწყება რამდენიმე დღის წინ მოუწია.  სონი სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს 21 თვის ნაცვლად, მხოლოდ ერთი თვე იმსახურებს.

ჰიონ მინ სონი ჯარისკაცი აპრილში გახდება.  მაისში კი ლონდონში საკუთარ გუნდს შეუერთდება.
არავინ იცის იმ დროისთვის მსოფლიოში რა სიტუაცია იქნება და განახლდება თუ არა პრემიერლიგის გათამაშება.

სონს ჯარში 2018 წელსაც იწვევდნენ, თუმცა მაშინ კორეელი ფეხბურთელი აზიის თამაშებზე  ასპარეზობდა და სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდა.
იმ ტურნირზე სამხრეთ კორეის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. სონი კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ჰიონ მინ სონი ამჟამად, ტრავმირებულია ასე, რომ ის კონსულტაციებს სამხედრო ოფიცრების გარდა ,,ტოტენჰემის” ექიმებისგანაც მიიღებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი