მთავარი მთავარი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე იუბილარია

ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი

დღეს, ლეგენდარული ფეხბურთელი თბილისის ,,დინამოსა” და საბჭოთა ნაკრების კაპიტანი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა.

ჩივაძე 1955 წლის 8 აპრილს, რუსეთში სტავროპილის მხარის ქალაქ კლუხორში დაიბადა.

ალექსანდრე ჩივაძის დებიუტი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის ,,დინამოში” 1974 წელს 19 წლის ასაკში შედგა. ლეგენდარულმა მცველმა თბილისურ კლუბში 1987 წლამდე ითამაშა.

ალექდანდრე ჩივაძე იმ დიდო გუნდის კაპიტანი იყო, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა.
ჩივაძემ ტურნირის 1/4 ფინალში ლონდონის ,,ვესტ ჰემს” სტუმრად ულმაზესი გოლი გაუტანა.

საშამ ,,დინამოსთან” ერთად 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1976 და 1979 წელს კი საკავშირო თასი აღმართა.

ალექსანდრე ჩივაძე 1980 წელს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ჩივაძემ თბილისის ,,დინამოში” ჯამში 324 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი 1980-1987 წლებში 46 ბრძოლა გამართა და თავი გატანილი გოლით 3-ჯერ გამოიჩინა.

1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ჩივაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ქართველმა ფეხბურთელმა 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

ჩივაძე 1993–1997 და 2001–2003 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
2012–2016 კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების თავკაცი გახლდათ.

ალექსანდრე ჩივაძე ღირსებისა და FIFA-ს ორდენების კავალერია.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს ლეგენდარულ ფეხბურთელს დაბადების დღეს და მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი