მთავარი მთავარი ,,ითამაშე ჭადრაკი, დაეხმარე სამშობლოს” – საქველმოქმედო მარათონი კორონავირუსის წინააღმდეგ 

,,ითამაშე ჭადრაკი, დაეხმარე სამშობლოს” – საქველმოქმედო მარათონი კორონავირუსის წინააღმდეგ 

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გვერდ ,,chess.com“-ზე ლეგენდარული მოჭადლრაკეების მონაწილეობით  საქველმოქმედო  მარათონი გაიმართება.

მარათონის დევიზია ,,ითამაშე ჭადრაკი, დაეხმარე სამშობლოს”.

მარათონში მონაწილეობას  საქართველოს მე-20 საუკუნის „ოქროს ნაკრების“ მოჭადრაკეები ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე  საქართველოს ქალთა ნაკრებიის წევრები  ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი და ვაჟი მოჭადრაკეები  ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე მიიღებენ.

საქველმოქმედო ტურნირის მიზანი კორონავირუსთან ბრძოლაა.
ჭადრაკის მოყვარული, რომელიც  ,,Stop CoV” ფონდში ჩარიცხვის ქვითარს, მინიმუმ 100 ლარის ოდენობით წარმოადგენს, მას  შეეძლება სამ პარტიან ონლაინ მატჩში გამოიწვიოს ნებისმიერი მოთამაშე და საგანგებო სიტუაციის დამთავრების შემდეგ ჭადრაკის სასახლეში ერთდროულ თამაშის
სეანსში მონაწილეობა მიიღოს.

მას ასევე  საჩუქრად  საყვარელი მოჭადრაკის ავტოგრაფით წიგნი გადაეცემა.

თამაშები  11 აპრილიდან 21 აპრილამდე საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა chess.com – ზე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: დავით კოდუა. მეილი – chesspoti@yahoo.com ტელ: 593 399 264

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი