მთავარი მთავარი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატები, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში, წელს აღარ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო.

,უმცროსი ბორჯღალოსნებს” 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აპრილში, კალინინგრადში უნდა ეთამაშა და ტიტული დაეცვა, ხოლო 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ზაფხულში იგეგმებოდა.

ჯერჯერობით არ გაუქმებულა და გაურკვეველი ვადით გადაიდო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ,,ბორჯღალოსნებმა” განვლილი ოთხი მატჩი  მოიგეს და ტიტული ნაადრევად დაიბევეს, თუმცა რუსეთთან დასკვნითი თამაშის ჩატარება კორონავირუსმა არ დაანება. ეს თამაში ჯერჯერობით გაურკვეველი ვადითაა გადადებული.

ასევე გადაიდო რაგბი ევროპის „ალაფის“ შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ წელს „ალაფიდან“ არცერთი გუნდი არ გავარდება, რადგან ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კონფერენც1, კონფერენც2 და განვითარებადი დივიზიონები, სადაც არც გამარჯვებულები გამოვლინდება და არც არავინ დაქვეითდება. ეს ნაკრებები 2020/2021 წლების სეზონში იგივე ჯგუფებში ითამაშებენ.

ასევე გაუქმდა ქალთა შორის რაგბი ევროპის „ალაფა“ და როგორც ქალთა, ასევე კაცთა 7-კაცა რაგბის ტურნირები კონფერენც 1 და 2 დივიზიონებში. ასევე გაუქმდა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პორტუგალიაში უნდა ჩატარებულიყო.

გადადებული თამაშები მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც პანდემია ჩაივლის და გუნდები სათამაშოდ მზად იქნებიან. რაგბი ევროპა თვალყურს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ითვალისწინებს ექიმების რჩევებს. დირექტორთა საბჭო ერთი თვის შემდეგ შეიკრიბება და შემდგომ გადაწყვეტილებას იმ პერიოდისთვის არსებული სიტუაციის მიხედვით მიიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი