მთავარი მსოფლიოინგლისი ჟოზე მაურინიომ შეცდომა აღიარა

ჟოზე მაურინიომ შეცდომა აღიარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

,,ტოტენჰემ ჰოსპურის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ შეცდომა აღიარა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მაურინიომ თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ლონდონის ერთ-ერთ პარკში მისი შეგირდი ფრანგი ტანგაი ნდომბელე ავარჯიშა.

ჟოზე აღიარებს, რომ მისი ქმედება არ შეესაბამება სახელმწიფოს დადგენილ პროტოკოლს.

ჟოზე მაურინიო: ,,ვაღიარებ, რომ ჩემი ქმედებები არ შეესაბამებოდა სახელმწიფო პროტოკოლს, რადგან ახლა ჩვენ მხოლოდ იმ ხალხთან შეგვიძლია კონტაქტის დამყარება, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობთ.
საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ექიმებისა და მთავრობის რჩევებს
მიჰყვეთ. ძნელია, თუმცა საჭიროა სახლში ყოფნა და ადამიანებთან სოციალური დისტანცირება.
ასევე საჭიროა, რომ მხარი დავიჭიროთ ჩვენ გმირ ექიმებს, რომლებიც ახლა ავადმყოფებს მკურნალობენ. მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძვის.” – აცხადებს ჟოზე მაურინიო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი