მთავარი მთავარი ლეგენდარულმა რაიან გიგზმა თანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლეგენდარულმა რაიან გიგზმა თანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა უელსელმა რაიან გიგზმა მოცალეობის ჟამს, იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც მასთან ერთად თამაშობდნენ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

გიგზის რჩეულ თერთმეტ ფეხბურთელს შორის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა.
რონალდუ ,,წითელი ეშმაკების” ღირსებას 6 წლის განმავლობაში
2003-09 წლებში იცავდა.

რაიან გიგზის ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: პეტერ შმაიხელი;

მცველები:  გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, მიკაელ სილვესტრი, დენის ირვინი;

ნახევარმცველები: დევიდ ბექჰემი, როი კინი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი;

ფორვარდები: უეინ რუნი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

რაიან გიგზმა ,,მანჩესტერ იუნაიტედში” 24 წელი 1990-2014 წლებში  ასპაროზობდა.
ლეგენდარულმა უელსელმა კლუბში 672 მატჩი ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა.

გიგზმა ,,იუნაიტედთან” ერთად ინგლისის  პრემიერლიგა 13-ჯერ მოიგო.
ინგლისის თასს 4-ჯერ დაეუფლა.
3-ჯერ ლიგის თასი, ხოლო 9-ჯერ სუპერთასი აღმართა.
რაიანმა 2-ჯერ 1998-1999 და 2007-2008 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
თითო-თითოჯერ უეფას სუპერთასი,
საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
რაიან გიგზი 2-ჯერ პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი