მთავარი მთავარი ,,სენეგალელთა დახმარება ჩემი ბავშვობის  ოცნება იყო” – სადიო მანე სამშობლოში უფასო საავადმყოფოს აშენებს

,,სენეგალელთა დახმარება ჩემი ბავშვობის  ოცნება იყო” – სადიო მანე სამშობლოში უფასო საავადმყოფოს აშენებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

სენეგალის ნაკრებისა და ,,ლივერპულის” ფეხბურთელი სადიო მანე სამშობლოში  საავადმყოფოს აშენებს.

კლინიკა მუშაობას  უახლოეს 6 თვეში დაიწყებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს უსასყიდლოდ მოემსახურება. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ,,The Sun” ავრცელებს.

მანე აცხადებს,  რომ სენეგალელი ხალხის დახმარება, მისი ბავშვობის ოცნება იყო.

აი რა განუცხადა სენეგალელმა ვარსკვლავმა ,,The Sun”-ს:
სადიო მანე: ,,ბავშობაში, როდესაც სენეგალის ერთ-ერთი სოფელში სიღარიბეში  ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ფული მქონოდა და გაჭირვებულ ხალხს დავმხმარებოდი.  ახლა კი მდიდარი ადამიანი ვარ და თავს მოვალედ ვთვლი ჩემს სამშობლოს გვერდში დავუდგე.  სენეგალში ბევრ  ადამიანს მკურნალობის ფული არ გააჩნია. მე მათ საავადმყოფოს ავუშენებ, სადაც ისინი სამედიცინო დახმარებას უფასოდ მიიღებენ.” – აცხადებს ,,ლივერპულის” ვარსკვლავი.

სადიო მანე ქველმოქმედების სხვა დროსაც გამოირჩევა.
მან გასულ წელს სენეგალში სკოლა ააშენა და თანამემამულეებს განათლების მიღებაში ეხმარება.
კორონავირუსის წინააღმდეგ კი სამშობლოს 45 000 ევრო გამოუყო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი