მთავარი მთავარი რონალდინიოს გირაოს ფული ლიონელ მესიმ გადაუხადა

რონალდინიოს გირაოს ფული ლიონელ მესიმ გადაუხადა

ავტორი კახა მიხანაშვილი
65 ნახვა

ბრაზილიელ ფეხბურთელ ლეგენდარულ რონალდინიოს პარაგვაის ციხიდან თავის დაღწევაში არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი დაეხმარა.  ამის შესახებ ინფორმაციას ,,TNT Sports” ავრცელებს.

რონალდინიო, რომელიც ასუნსეონის ციხეში  ყალბი პასპორტის გამოყენების გამო ჩასვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1.6 მილიონი ევროს საფასურად გამოუშვეს.

მესი და რონალდინიო ,,ბარსელონაში” თამაშისას დამეგობრდნენ. მათ კატალონიურ გრანდში ერთად 4 წელი გაატარეს.

სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა ერთად გატარებულ პერიოდში 2005-2006 წლებში  ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
2-ჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები და 2-ჯერ კი ქვეყნის სუპერთასი აღმართეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი