მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოში გასამართი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

საქართველოში გასამართი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი გადაიდო

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ევროპის კალათბურთის ფედერაციამ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპირველობა, რომელიც სხვა სამ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც უნდა გაიმართოს ერთი წლით გადაიდო.

კონტინენტის პირველობა სტარტს 2022 წლის 1 სექტემბერს აიღებს და 18 სექტემბრამდე გასტანს.

ტურნირის გადადების მთავარი მიზეზი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის გადატანა იყო, რის შემდეგაც კალათბურთში ოლიმპიური თამაშების შესარჩევი მატჩები 2021 წლის 22 ივნისიდან 4 ივლისამდე დაიგეგმა.
ევროპის ჩემპიონატის ჩატარება კი ფიზიკურად ვეღარ მოხერხდებოდა.

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, ჩეხეთში, იტალიაში და გერმანიაში გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი