მთავარი მთავარი იტალიელი მძლეოსანი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიელი მძლეოსანი დონატო საბია კორონავირუსით გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
125 ნახვა

ევროპის ჩემპიონი იტალიელი მძლეოსანი დონატო საბია რამდენიმე საათის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამ ამბის შესახებ ,,olympicchannel.com” ავრცელებს.

56 წლის ყოფილი მორბენალი იტალიის ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში საშინელ ვირუსს ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა.
სიცოცხლის ბოლო დღეებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

დონატო საბიას სიკვდილამდე კორონავირუსისგან მისი მამაც გარდაიცვალა.

დონატო საბიამ 800 მეტრზე სირბილში ევროპის ჩემპიონის ტიტული 1984 წელს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში მოიპოვა.

საბია 400 და 800 მეტრ დისტანციაში იტალიის 6-გზის ჩემპიონია.

დონატო საბია 1984 ლოს-ანჯელესისა და 1988 წლის სეულის ოლიპიური თამაშების მონაწილე გახლავთ.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით 18,279 ადამიანია გარდაცვლილი. სულ კი აპენინებზე დაავადების 143,626 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმთელებულთა რაოდენობამ 28,470 მიაღწია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი