მთავარი მთავარი ლეგენდარული რობერტო კარლოსი იუბილარია

ლეგენდარული რობერტო კარლოსი იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

დღეს, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავ რობერტო კარლოსს და სილვა როჩას 47 წელი შეუსრულდა.

ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი 1973 წელს ბრაზილიის სან პაოლოს მუნიციპალიტეტში დაიბადა.

კარლოსმა ფეხბურთის თამაში, როგორც ბრაზილიელების უმეტესობამ ბავშობაში დაიწყო.
პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს კი ხელი ,,სან ჟოაოსთან” 1991 წელს 18 წლისამ მოაწერა.
კლუბმა მომავალი ვარსკვლავი ,,ატლეტიკო მინეიროში” გაანათხოვრა.
1993 წელს კი რობერტო ,,პალმეირასში” გადაბარგდა და იქ ორი წელი დაჰყო. ბრაზილიელმა გუნდთან ერთად 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რობერტო კარლოსის კარგი თამაში ევროპელ სკაუტებს არ გამოპარვიათ და იგი 1995 წელს მილანის ,,ინტერში” გადავიდა.
მილანში გატარებულ 2 წელიწადში კარლოსმა 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ლეგენდარული ფეხბურთელის ვარსკვლავი მადრიდის ,,რეალში” ამობრწყინდა.
რობერტო კარლოსმა ,,სამეფო კლუბში” 11 წელი გაატარა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული დაისაკუთრა.

,,რეალში* მოღვაწეობისას კარლოსმა 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო და ერთხელ ევროპის სუპერთასს დაეუფლა.
4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
3-ჯერ კი ესპანეთის სუპერთასი აღმართა.
სულ რობერტო კარლოსმა ,,რეალში” 370 შეხვედრა ჩაატარა და თავი გატანილი გოლით 47-ჯერ გამოიჩინა.
,,სამეფო კლუბიდან” წასვლის შემდეგ კარლოსი თურქულ ,,ფენერბაჰჩეში”, ბრაზილიურ ,,კორინთიანსში” და რუსულ მახაჩკალის ,,ანჟიში” გამოდიოდა.
კარიერა კი 42 წლის ასაკში ინდოეთის კლუბ დელის ,,დინამოში” დაასრულა.

რობერტო კარლოსმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წელს სამხრეთ კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
2-ჯერ კოპა ამერიკის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.
1997 წელს კი თავისი ტიტულების კოლექცია ფიფას კონფედერაციის თასით შეავსო.
ახალგაზრდობისას კი 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა

რობერტო კარლოსი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1992-2006 წლებში თამაშობდა. მან ეროვნული გუნდის ღირსება
ჯამში 125 მატჩში დაიცვა და მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი