მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ალექსანდრე ამისულაშვილი თელავის გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა

ალექსანდრე ამისულაშვილი თელავის გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი თელავის გაჭირვებულ ოჯახებს სურსათით დაეხმარა.

საფეხბურთო კლუბ ,,თელავის” დამაარსებელმა თელავის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა, რომელსაც მოხალისეთა ჯგუფები გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგებს.  ინფორმაციას ამ ამბის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტი ვებგვერდზე ავრცელებს. 

აი რა წერია თელავის მერიის განცხადებაში:
,, სოციალური აქციის ფარგლებში, თელაველმა ფეხბურთელმა – საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.
მერიის მოხალისეთა ჯგუფები შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებას ხვალიდან დაიწყებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ალექსანდრე ამისულაშვილს და მის ოჯახს გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის!- წერს თელავის მერია.

ალექსანდრე ამისულაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად, საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” 2016 წელს დაარსა.  კლუბმა 4 წელიწადში ეროვნული ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი